en
ge

ტრენინგ-სემინარი გაეროს მოდელირებაზე

იმერეთი. 26 ოქტომბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზება გაუკეთდა ტრენინგ-სემინარს: „გაეროს მოდელირება". კურსის მუშაობას უძღვებოდა საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი.
ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზებული სასწავლო კურსი მთლიანად დაეთმო გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მონაწილეები გაეცნენ თემებს: გაერო და მისი ისტორია, მისასალმებელი სიტყვა, რჩევები მისასალმებელ სიტყვასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს პოზიციის განაცხადი, როგორ უნდა დაიწეროს იგი, პოზიციის განაცხადის წარმოდგენის წესები, რეზოლუცია და მისი წერის პროცედურები, რეგულაციები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომისათვის.
ტრენინგ-სემინარი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)