en
ge

პროექტის: „შარეულას ხეობის სამეცნიერო კვლევის“ პრეზენტაცია

თბილისი. 4 ნოემბერს, სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „შარეულას ხეობის სამეცნიერო კვლევის" პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა.
პროექტი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განედი 42’’-ის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მთავარი მიზანი იყო რაჭაში, კერძოდ, შარეულას ხეობაში გრძელვადიანი ექსპედიციის ჩატარება და ხეობის ტურისტული მარშრუტისა და რუკების მომზადება.
კვლევისა და ექსპედიციის შედეგად მომზადდა სპეციალური პაკეტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთვის. ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი დაესწრო.
წყარო:ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)