აჭარა. 13 ნოემებრს, ბათუმის მე-16 სკოლის მოსწავლეებს, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", აჭარის ლიდერებმა „სიკეთის გაკვეთილი" ჩაუტარეს. ორი საათის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მასწავლებლები ბავშვვებს შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე, შშმ პირთა მისამართით ტერმინების არასწორ გამოყენებაზე ესაუბრებოდნენ. ასევე, გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ინტერაქტივის მიზნით მათ კონკრეტული დავალებები მიეცათ, სადაც საკუთარი ხედვა შშმ პირების დასაქმებასთან დაკავშირებით დააფიქსირეს. მსგავსი გაკვეთილების ჩატარება ბათუმის სხვა სკოლებშიც იგეგმება. აღნიშნული, მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას შშმ საზოგადოების მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.