en
ge

ახალგაზრდული ფორუმი წალკაში

ქვემო ქართლი. 28 ნოემბერს, წალკაში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა წალკის მუნიციპალიტეტის 8 პარტნიორი სკოლიდან. ეს სკოლები ჩართულნი არიან სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში, რომელიც USAID-ის დაფინანსებით PH International -ის მიერ ხორციელდება მთელ საქართველოში. 
ახალგაზრდული ფორუმის მიზანია მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. 
ფორუმზე ახალგაზრდებმა შეიმუშავეს პროექტები მუნიციპალიტეტში არსებული ორი დიდი პრობლემის მოგვარებისათვის - წალკასთან ნაგავსაყრელის მოწესრიგებისა და წალკის სოფლებში საგზაო ნიშნების საშუალებით გზებზე უსაფრთხო გადაადგილების პრობლემებზე.
შემუშავებული პროექტები სკოლების უფროსკლასებელმა წარუდგინეს წალკის გამგეობის თანამშრომლებს - გამგეობის სამსახურის უფროსს, ჯანდაცვისა და კულტურის სამსახურების ხელმძღვანელებს. დაისახა თანამშრომლობის გზები პრობლემების მოგვარებისათვის. დეკემბრის თვეში დაიგეგმა წალკის გამგეობასთან სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა აღნიშნული თემების ირგვლივ კონკრეტული ნაბიჯების დასაგეგმად.
წყარო:სიქას გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)