en
ge

გამოხატვის თავისუფლება საქართველოში – მედიის მდგომარეობის ანალიზი

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა ჩაატარა კვლევა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შესახებ. რომელშიც გაანალიზებულია გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მედიის მდგომარეობა 2006 წლის იანვრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.
კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე, განხორციელდა მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობის და საქართველოში მედიის მდგომარეობის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების ანალიზი.
კვლევაში წარმოდგენილია კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და საიას რეკომენდაციები ქვეყანაში მედიის გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
კვლევა: გამოხატვის თავისუფლება საქართველოში– მედიის მდგომარეობის ანალიზი
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)