en
ge

საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისი. 23 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებული პრობლებები წამოჭრეს, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საარჩევნო თემატიკას, თვითმმართველობის კანონს, მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, საზოგადოების აზრიც იყოს გათვალისწინებული.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, „სამართლიანი არჩევნების", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის", ასოციაციის „მწვანე ალტერნატივა", ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
წყარო:president.gov.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)