en
ge

უმცირესობების გაშუქების კვლევა ქართულ პრესაში

თბილისი. 12 სექტემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ქართულ პრესაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობის გაშუქების 15 თვიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინეს. მონიტორინგისთვის შერჩეულ იყო 9 ეროვნული და 3 რეგიონალური ბეჭდური გამოცემა. მონიტორინგი ჩატარდა 2011 წლის 1 მაისი - 2012 წლის 31  აგვისტოს პერიოდში. კვლევისთვის შეირჩა 12 ბეჭდური გამოცემა:  „რეზონანსი",  „ალია", „კვირის ქრონიკა", „ახალი თაობა", „ვერსია", „კვირის პალიტრა", „ასავალ-დასავალი", „24 საათი" და „Weekend", „პრაიმტაიმი", „ბათუმელები", „სამხრეთის კარიბჭე" და „ახალი გაზეთი". მონიტორინგი მოიცავს როგორც რაოდენობრივ, თვისებრივ ანალიზს.
ქართულ პრესაში უმცირესობები გაშუქების კვლევა პროექტის – „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში:  ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის" – ფარგლებში ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი პარტნიორ ორგანიზაციებთან: „ინტერნიუს-საქართველოთან", „ადამიანის უფლებათა ცენტრითან" და ასოციაცია „ათინათთან"  ერთად ახორციელებს.
მონიტორინგის ანგარიში 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023