en
ge

„არასრულწლოვანთა დანაშაულებანი-განრიდება და მედიაცია“

იმერეთი. 28 იანვარს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის ტრენინგი - „არასრულწლოვანთა დანაშაულებანი-განრიდება და მედიაცია" - ჩატარდა. ტრენინგს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი უძღვებოდა. სამოქალაქო კლუბების წევრები გაეცნენ დანაშაულის და სასჯელის არსს; იურიდიული და ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საკითხებს დანაშაულთან მიმართებაში; განსხვავებებს დანაშაულებებს შორის. განიხილეს კონკრეტული საქმეები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ფორმები, რომელიც ამა თუ იმ სამართალდარღვევის შემთხვევაში დგება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)