en
ge

არასამთავროებმა და მედიამ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლები აირჩიეს

ბათუმი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალ სამუშაო წელს იწყებს. საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობასა და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას უზრუნველყოფს 19 წევრისგან შედგება, რომელთაც 1 წლის ვადით ირჩევენ. აქედან 2–2 არასამთავრობო, ბიზნეს და მედია ორგანიზაციებიდანაა, დანარჩენი 13 წარმომადგენელი კი ქალაქის ტერიტორიული ორგანოდან. 19 წევრიდან 4 არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედია საშუალებებმა ფარული კენჭისყრის წესით აირჩიეს. უმრავლესობამ სამოქალაქო სექტორიდან ნათია აფხაზავა (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ბათუმის ფილიალი) და ნინო ტავლალაშვილი (საია, ბათუმის ფილიალი), მედია საშუალებებიდან კი მაია მერკვილაძე და ირმა ზოიძე აირჩია. ჯერ კიდევ ასარჩევია ბიზნეს სექტორისა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს წევრები გასული წლის მუშაობას ნაყოფიერად აფასებენ. ამბობენ, რომ საკრებულოს წევრებმა მათი რეკომენდაციები ძირითადად გაითვალისწინეს, თუმცა თანამშრომლობა გასაუმჯობესებელია, რათა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს საზოგადოების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში.
წყარო: სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)