აჭარა. 11 თებერვალს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა „სამართლის სკოლის" პრეზენტაცია". მე-9, მე-10 და მე-11 კლასიის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისწავლონ სამართლის სკოლაში. ისინი სამი თვის განმავლობაში მიიღებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფო სამართალსა და დემოკრატიის შესახებ.
„სამართლის სკოლა" ეს არის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ერთობლივი პროექტი. აღნიშნული პროექტი დაახლოებით რვა წელია არსებობს, პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში იურიდიული განათლების დანერგვა და პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესება. სწავლების პროცესში მოსწავლეები დაეუფლებიან კონფლიქტების მოგვარებას, გადაწყვეტილების მიღებასა და სხვა საჭირო უნარჩვევებს. „სამართლის სკოლა" გაზრდის ბავშვებს სამაგალითო მოქალაქეებად, რომელთაც რეაგირება ექნებათ არა მარტო საკუთარი ინტერესების, არამედ სხვისი ინტერესების დასაცავადაც.