en
ge

დისკუსია თვითმმართველობის საკითხებზე

სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის წარმომადგენლობის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თვითმმართველობის კოდექსის განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის ზუგდიდის წარმომადგენლობის ანალიტიკოსმა არჩილ თოდუამ დამსწრეებს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კოდექსის ძირითადი მუხლები გააცნო, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, ასევე არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა.
მსგავსი დისკუსიების ჩატარებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ქუთაისსა და ბათუმშიც გეგმავს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)