შიდა
ქართლი. 20 სექტემბერს, გორის ინვალიდთა კლუბის
ოფისში გაიმართა ქალთა ფორუმის შეხვედრა პროექტის - ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია
საარჩევნო პროცესებში ფარგლებში.
პროექტს ახორციელებენ გორის ინვალიდთა
კლუბი და ორგანიზაცია „ქართლის დედა" საარჩევნო სისტემების განვითარების
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ გორის
მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები, შეზღუდული შესაძლებობის
მქონე პირები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს
ეთნიკური უმცირესობების და შშმ პირების ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათი მონაწილეობის
გააქტიურებას პოლიტიკურ პროცესებში
შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა
დისკუსია შემდეგ საკითხებზე: რა არის ქალის მთავარი ფუნქცია? ქალის პოლიტიკაში ჩართვის
დადებითი და უარყოფითი მხარეები; ქალის პოლიტიკაში ჩართვის შემაფერხებელი ფაქტორები; აზერბაიჯანული
თემის შეხედულება ქალის აქტიური სამოქალაქო პოზიციის მიმართ; რა თვისებები უნდა ახასიათებდეს
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ კანდიდატს.