en
ge

„კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია“

სამეგრელო. ბათუმის არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინსტიტუტი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად თებერვლის თვიდან დაიწყო კოალიციური პროექტის „კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია" განხორციელება.
პროექტი მიზნად ისახავს კომუნალური სერვისების (ელექტრო ენერგია, წყალმომარაგება, გაზმომარაგება) მიღების პროცესში, მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. პროექტი ერთდროულად საქართველოს ცხრა რეგიონში ხორციელდება და მასში ჩართულია „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" (R-CSN) წევრი ორგანიზაციები: ასოციაცია „ათინათი", სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), გორის საინფორმაციო ცენტრი, კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო, დემოკრატ მესხთა კავშირი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი, ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ცენტრის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი;
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით.
წყარო:ასოციაცია „ათინათის" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)