თბილისი. 22 მარტს მრავაფეროვნების სკოლაში სტუდენტებისთვის პირველი ტრენინგი გაიმართა. სკოლაში სამოქალაქო ჟურნალისტიკის კურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტირების წესით ჩარიცხული არაქართულენოვანი, ასევე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან.
პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური ლექციების და დისკუსიების ჩატარება. 22 მარტს ამ ფორმატში მსმენელებს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი შეხვდა, რომელმაც ტოლერანტობის ცენტრისა და ტოლერანტობის თეორიების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
პროექტს – „მრავალფეროვნების საკვირაო სკოლა" – მედიის განვითარების ფონდი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში