თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს. განცხადებით ფორუმი მხარს უჭერს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივ ინიციატივას კამპანიის „ეს შენ გეხებას" განახლების თაობაზე.
„მიგვაჩნია, რომ მიყურადების პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ აქტუალურია და საჭიროა სისტემური გარანტიების შექმნა იმისთვის, რომ გამოირიცხოს სამართალდამცავი ორგანოების თვითნებობა ამ მიმართულებით. ვეთანმხებით კამპანია ,,ეს შენ გეხებას" ინიციატორებს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს", ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი, პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტს, რათა გაზიარებულ იქნას კამპანიის წინადადებები.
წყარო: esshengexeba.ge