en
ge

ფართომასშტაბიანი აქცია ქარსაცავი ზოლების აღსადგენად

შიდა ქართლი. 28 მარტს, ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის კურსდამთავრებულთა ინიციატივით გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია ქარსაცავი ზოლების აღდგენის მიზნით. აქცია პროექტის „მწვანე კედლის" ფარგლებში გაიმართა. აქციაში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლების, უნივერსიტეტების, საბავშვო ბაღების, ბიზნესსექტორის, სამინისტროების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
სულ გორის შემოგარენში დაირგა 580 ძირი ხე, რომლებზეც მზრუნველობა საკუთარი ნებით აიღეს თავის თავზე ახალდარგული საქარე ზოლის მომიჯნავე მიწების მფლობელმა ფერმერებმა.
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD) მიერ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან თანამშრომლობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023