სამცხე–ჯავახეთი. 25 სექტემბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ახალციხის მაჟორიტარობის სხვადასხვა
პარტიის კანდიდატებს შეხვდნენ. ფორმატი ითვალისწინებს პარტიის პროგრამის წარმოდგენას
და კითხვებზე პასუხებს. მისი ორგანიზატორია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
„შეხვედრისთვის მზადება
რამდენიმე დღით ადრე დავიწყეთ, სხვადასხვა ორგანიზაციებს წერილით ვაცნობეთ დაგეგმილი
შეხვედრის შესახებ და ვთხოვეთ მობრძანებულიყვნენ
მათთვის საინტერესო კითხვებით. კანდიდატებმა წარმოადგინეს წინასაარჩევნო პროგრამა
და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს", – განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დირექტორმა
ამალია სარქისიანმა.