კახეთი. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისა და საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ორგანიზებით თელავის ქუჩებში „მოხეტიალე წიგნები" გამოჩნდა. პირველმა „მოხეტიალე წიგნმა" – ,,უფლისწული და მათხოვარი" გეზი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აიღო.
წამოწყება მიზნად ისახავს პოლიტიზებული ქუჩების, უბნების, ქალაქების და მთლიანად ქვეყნის კულტურულ ბლოკადას.
გიორგი ზარდიაშვილი, მოხალისე: ,,ვიღებთ წიგნს, ვაწერთ თამაშის წესებს და ვტოვებთ ქუჩაში. მპოვნელი იღებს, კითხულობს და ტოვებს სხვაგან. შემდეგ აწერს თარიღს თუ სად და როდის დატოვა, ასევე სხვა ინფორმაციას თუ სურვილი აქვს დატოვოს წარწერა წიგნზე, ხოლო წიგნი მოგზაურობს უსასრულოდ - დაიმგზავრეთ წიგნები".
„წიგნის სახეტიალოდ" გაგზავნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.