en
ge

სემინარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებისთვის

თბილისი. 3 აპრილს აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში (G-3) მხარდაჭერით, საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა სემინარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონული და თბილისის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დამსწრეებს პრეზენტაციები წარუდგინეს.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიბლიოთეკებზე, როგორც რეგიონებში საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფის ძირითად საშუალებაზე. რამდენიმე რეგიონული ბიბლიოთეკა ადგილობრივებს სთავაზობს კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობას. ამ საშუალებას განსაკუთრებით იმ რეგიონებში იყენებენ, სადაც საზოაგდოებრივი ცენტრები არ არის ხელმისაწვდომი.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023