en
ge

„ურბანული მემკვიდრეობა პრობლემები და პერსპექტივები“

აჭარა. 4 აპრილს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ორგანიზაცია „ბათომის” და „ტფილისის ჰამქარის" ორგანიზებით საჯარო შეხვედრა გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის საკრებულოსა და მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები, ურბანისტები, არქიტექტორები და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენციის მიზანი იყო განეხილათ კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული პროექტები ბათუმში. ასევე, შეხვედრაზე განხილეს არსებული პრობლემატიკა და პერსპექტივები ურბანული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით. შეხვედრის პარალელურად გაიმართა ფოტო-გამოფენა - „გამქრალი ბათუმი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)