თბილისი. 16 აპრილს კოალიციამ „მედია ადვოკატირებისათვის" მრგვალი მაგიდა გამართა თემაზე: „რეგიონული მაუწყებლების გაციფრულების გამოწვევები და საქართველოს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვასთან დაკავშირებული პრობლემები."
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედიამკვლევარმა უჩა სეთურმა წარმოადგინა კვლევის ანგარიში „საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის რეიტინგები - გამოწვევა საქართველოს მედია სექტორისათვის".
მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში რეგიონული მაუწყებლების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ რეგიონული და ეროვნული მაუწყებლები, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეიტინგების შეფასების პროცესში ჩართული ორგანიზაციები და კომუნიკაციის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები.
წყარო:osgf.ge