en
ge

ოზურგეთის წყლის ხარისხს ერთდროულად ორი ექსპერტიზა ჩაუტარდება

გურია. ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაციების, ოზურგეთის „დემოკრატიული განვითარების კავშირისა" და „სიდას" წარმომადგენლები წყალთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელობაც.
ძირითადი პრეტენზია მოსახლეობას უხარისხო წყალთან დაკავშირებით აქვს. წყალკანალის ხელმძღვანელმა დავით ცერცვაძემ უპასუხა: „არც ერთი ფაქტი წყლით მოწამვლის არ დაფიქსირებულა. ყოველდღიურად მოწმდება წყალი".
როგორც შეხვედრაზე „სიდას" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი ინიციატივითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ოზურგეთის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები ერთდროულად ორ ექსპერტიზაზე გაიგზავნება, სამხარაულის ბიუროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. საბოლოო დასკვნებს გააცნობენ მოსახლეობას, საჭიროების შემთხევაში კი შემუშავდება რეკომენდაციები, მისი ხარისხისა და მიწოდების გაუმჯობესებაზე.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023