თბილისი. ფონდმა „ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი" საბოლოო ანგარიშის - „ვიზის ლიბერალიზაციის პერსპექტივები: სამოქალაქო ჩართულობა და ადვოკატირება" - პრეზენტაცია გამართა.
საბოლოო ანგარიში მთლიანად ეთმობა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკონსულოების მიერ ვიზის ფასილიტაციის შეთანხმებით გათვალისწინებული და ევროპის სავიზო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, მოცემულია საკონსულოებში არსებული მდგომარეობის შეფასება სხვადასხვა მახასიათებლებით. ანგარიშის წარდგენის შემდგომ შედგა დისკუსია საქართველოს სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების, მედიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
შეხვედრის ბოლოს გაიმართება ახალი საინფორმაციო ვებ-გვერდის info-visa.ge პრეზენტაცია, ასევე პროექტის ფარგლებში ჩატარებული ფოტოკონკურსის „ევროპა საზღვრების გარეშე" გამარჯვებულების დაჯილდოება და ფოტოგამოფენა.
წყარო: „ლიბერალური აკადემია თბილისის" გვერდი სოციალურ ქსელში