თბილისი. ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
ასოციაცია ეხმიანება ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის ინიციატივას მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით და საზოგადოებასა და საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში