თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობის საკითხზე მოსარჩელის ინტერესებს დაიცავს, ორგანიზაციამ ინფორმაცია ვებგვერდზე გამოაქვეყნა. „2014 წლის 5 მაისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დახმარებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა EMC-ის თანამშრომელმა, ბექა წიქარიშვილმა. ...მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სანქცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ, თანასწორობობის, სასტიკი სასჯელის გამოყენების აკრძალვისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და ითხოვს, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის ინტერესების დაცვას EMC ახორციელებს".
წყარო: emc.org.ge