en
ge

ბავშვთა ადრეული განვითარების ახალი მოდელი საქართველოში დაინერგება

თბილისი. 30 მაისს გაიმართა კონფერენცია ბავშვთა განვითარების ადრეული ინტეგრაციის ახალი მოდელის საქართველოში დანერგვის შესახებ. საკითხის ირგვლივ მსჯელობდნენ საჯარო სექტორისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სპეციალისტები.
ბავშვთა ადრეული განვითარების ახალი მოდელი, რომელსაც სპეციალისტები ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სერვისს უწოდებენ, უზუნველყოფს შეფერხებისა და განვითარების პრობლემების აღმოჩენას ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებში.
საქართველოში ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სერვისს 15000 ბავშვი საჭიროებს, ამჟამად სახელმწიფო დაფინანსებით ამ სერვისით მხოლოდ 350 ბავშვს შეუძლია სარგებლობა. გარდა ამისა, ჯერჯერობით არ არსებობს ბავშვთა ადრეული განვითარების გამართული პროგრამა. მიმდინარე ეტაპზე მუშავდება სტრატეგია სახელმწიფოსთან ერთად.
კონფერენციის გამართა საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციამ, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით.
სრულად...
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)