სამცხე-ჯავახეთი. ახალციხის და ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული ცენტრის წევრებს ჩაუტარდათ საჯარო ლექცია, ტბაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფლორის და ფაუნის შესახებ.
ღონისძიების ბოლოს მოეწყო ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში