თბილისი. ,,მედიაციის ცენტრის" და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთობლივი შეთანხმებით დაიწყო ტრენინგების ციკლი – ,,მედიაციის უნარები ნოტარიუსებისთვის". ტრენინგის ფარგლებში, ,,მედიაციის ცენტრის" ტრენერები, ერთი თვის მანძილზე, ეტაპობრივად 75 ნოტარიუსს გადაამზადებენ. ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მათი აღმოფხვრის მეთოდები; მედიაციის ადგილი დავების მოგვარების ალტერნატიულ მეთოდებში; მედიაციის ძირითადი პრინციპები, უპირატესობები და შეზღუდვები; მედიატორის როლი და მისი მიზნები და ქმედებები მედიაციის პროცესის თითოეულ ეტაპზე; მედიატორის ქმედების ეფექტურობის გაუმჯობესების ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები;
ტრენინგების დასრულების შემდეგ ნოტარიუსები შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ და მედიატორის ფუნქციას შეასრულებენ, რომელიც ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად მიენიჭათ.
ტრენინგებს ,,საქრთველოს მედიაციის ცენტრის" ტრენერებთან ერთად პოლონელი ექსპერტი, ,,პარტნიორები პოლონეთის" მედიაციის ცენტრის ტრენერი, მედიატორი მაჩეი ტანსკი უძღვება.