en
ge

ანონსი

24 ივნისს, 19:00 საათზე გაიხსნება გამოფენა: „საკუთარი სუფრა". გამოფენის თემაა ქალთა მიმართ ძალადობა. „საკუთარი სუფრა" რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტის თანამშრომლობის შედეგია – მხატვარი თამუნა ჭაბაშვილი (საქართველო/ნიდერლანდები), ანთროპოლოგი აგნეშკა დუდრაკი (პოლონეთი/შვეიცარია), არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი" (საქართველო) და თვითდახმარების ჯგუფი „გესმით ქალების ხმა?". ასევე, გამოფენა უმასპინძლებს მარაიკე ვენცელის (გერმანია) პერფორმანსს, ნადია წულუკიძის (საქართველო/ნიდერლანდები) ლექცია- პერფორმანსს და ელიზა პროშჩუკის (პოლონეთი) ხმოვან ინსტალაციას.
პროექტი განხორციელდა მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით.
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის 16, გალერეა „ნექტარი"
გამოფენა გასტანს 25 ივნისიდან 22 ივლისამდე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023