en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტის განხილვა

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) რეგიონებში იწყებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფციის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციასა და განხილვას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მექანიზმების ჩამოყალიბებას, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივი დაძლევის მიზნით. კერძოდ, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში; შექმნას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუციური და ფინანსური მხარდაჭერის  მექანიზმების ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძველი; მხარი დაუჭიროს მოხალისეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ინიციატივების წარმოჩენას, გამრავალფეროვნებასა და განვითარებას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყანაში შესაბამისი სოციალური კაპიტალის შექმნის მიზნით.
შეხვედრების განრიგი:
თელავი – 9 ივლისი, 12:00 საათი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
გორი – 10 ივლისი, 12:00 საათი, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ახალციხე – 11 ივლისი, 12:00 საათი, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ქუთაისი – 14 ივლისი, 13:00 საათი, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ზუგდიდი – 15 ივლისი, 12:00 საათი, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ოზურგეთი – 16 ივლისი, 12:00 საათი, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ბათუმი – 18 ივლისი, 11:00 საათი, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ ელ–მისამართზე: eka@civilin.org 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)