en
ge

შშმ პირთა განათლებისთვის გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნა

აჭარა. 9 ივლისს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „შშმ პირების უფლებებისათვის" თავმჯდომარემ, თამაზ მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აჭარაში უმაღლესი სასწავლებლების შშმ პირებისათვის არადაპტირებულ გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტებში აუდიტორიები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იძლევა საშუალებას შშმ პირები თავისუფლად გადაადგილდნენ.
თამაზ მჟავანაძე საქართველოს განათლების სამინისტროს აღნიშნული პრობლემების დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, უმაღლესი განათლების მიღების მსურველი შშმ პირების რაოდენობა გაზრდილია. აჭარაში დღეის მდგომარეობით 341 შშმ მოსწავლეა, რომელთა უმრავლესობაც უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლის გაგრძელებას გეგმავს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)