en
ge

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კახეთში შეხვედრებს მართავს

კახეთი. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა, გუშინ და დღეს, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში შეხვედრები გამართეს პროექტის – „რეგიონებში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების" – ფარგლებში.  შეხვედრებს ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. 
საერთაშორისო ექსპერტის რობერტ ბოდოს თქმით, პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს სამიზნე რეგიონების ნარჩენების მართვის სფეროს საჭიროებათა ანალიზი, რომლის საფუძველზე შემუშავდება დეტალური ინტერვენციის მექანიზმები ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვის ხელშეწყობისათვის. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავდა  ნარჩენების მართვის არსებული სისტემის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვებას. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023