თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" განცხადება გაავრცელა. „საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს კომპლექსური მუშაობა სისტემური დანაშაულებების გამოსავლენად, ვინადიან ე.წ. „ცნობილი საქმეები" ეპიზოდური ბრალდებებით გამოირჩევა, მაშინ, როდესაც დანაშაულს სისტემური ხასიათი ჰქონდა – პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, საკუთრების დათმობა, სიმბოლურ ფასად მოგებული ტენდერები, მედია ბიზნესში წილების გადანაწილება, სამოხელეო დანაშაული. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ არასაკმარისია ის მცდელობები, რომელიც სისტემური დანაშაულებების გამოვლენისთვის დღესდღეობით არსებობს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: barristers.ge