იმერეთი. 31 ივლისს, ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში მოქმედ მეწარმეებთან გაიმართა შეხვედრა.
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა პროექტის ძირითადი მიზნისა და მიმართულების შესახებ. მეწარმეებმა ისაუბრეს და იმსჯელეს იმ შეღავათებზე, რასაც შშმ პირთა დასაქმების შემთხვევაში ისურვებდნენ, რომ ჰქონოდათ.
შეხვედრაზე მოხდა პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ გვერდის, www.jobsnet.ge –ს პრეზენტაცია, ვებ გვერდი მეწარმეებსა და შშმ პირებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი პროფილი, სივრცე ჰქონდეთ, რითიც ვაკანსიებისა და CV განთავსებას შეძლებენ.
წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში