en
ge

წიგნი ყველა სოფელს

თბილისი. 1 აგვისტოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტის – „წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია. პროექტი, არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის’’ და „წიგნის მეგობრების’’ ინიციატივით განხორციელდება. პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
იგი 1 აგვისტოდან დაიწყო და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის" და ქსელ „ვენდის" ობიექტებზე, „დავითიანნის" ოფისებში მიიტანოს წიგნები და გააჩუქონ ისინი მათთვის, ვისთვისაც წიგნი ხელმიუწვდომელია.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წიგნების დახარისხების შემდგომ, რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ იზრუნებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.„მოსიარულე ბიბლიოთეკა" სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება.
სრულად...
წყარო: ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)