en
ge

არასამთავრობოები რუსეთ–საქართველოს ომის ექვს წლისთავთან დაკავშირებით

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, 8 აგვისტოს, რუსეთ–საქართველოს ომის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „8 აგვისტოს, ექვსი წელი შესრულდა რუსეთს-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომი წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას... საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულებების სრული იგნორირებით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, რასაც თან მოჰყვა ეთნიკური წმენდა... მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიება და ომში დაზარალებული ადამიანების უფლებების აღდგენა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავაც გააგრძელოს აქტიური საგარეო პოლიტიკური საქმიანობა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით, არ შეასუსტოს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლისთვის, გააგრძელოს ზრუნვა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საარსებო გარემოსა და ომში დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებული მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)