თბილისი. 12 აგვისტოს ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარდა ფოტო გამოფენა - რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისათვის.გამოფენის შემდეგ სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და World Vision საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაატარეს კონფერენცია სახელმწოფოსა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის თავისებურებების შესახებ.
„ახალგაზრდობის კვირეულის" მიზანია სოფლად/რეგიონში მცხოვრები მოზარდების/ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლების შესაძებლობების განხილვა. World Vision საქართველოს მიერ ახალგაზრდების განვითარებისათვის განხორციელებული პროგრამების შეჯამება და სამომავლო ხედვის ჩამოყალიბება ადგილობრივ მოსახლეობასთან, მთავრობასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად.
წყარო: ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში