en
ge

თელავში ცაციების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ცაციების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დისკუსია.შეხვედრის მიზანს ცაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება აგრეთვე იმ რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა, რასაც ფსიქოლოგები და ექიმები ურჩევენ მშბოლებსა და მასწავლებელს, ცაცია მოსწავლეებთან და ბავშვებთან სასწავლო მეთოდების შემუშავების, აგრეთვე ყოფითი უნარების ჩამოყალიბების პროცესის თვალსაზრისით. როგორც თელავის დემოკრატიული ცენტრის კოორდინატორი, ლიკა იმერლიშვილი აცხადებს, ცაციების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია 1976 წლიდან არსებობს, რის მიზეზი ისიც გახდა, რომ ცაცია ბავშვებს სკოლაში მარჯვენა ხელით წერას აიძულებენ, რაც მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. ,,დღეისთვის ცაციები მსოფლიო მოსახლეობის 5-15%-ს შეადგენენ, ხოლო გენიალურ ადამიანებს შორის ყოველი მეხუთე ცაციაა. სწორედ ცაციების საპატივსაცემოდ და მათზე დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდებისთვის დაიგეგმა ეს დისკუსიაც, რომლმაც წარმატებით ჩაიარა". 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023