en
ge

ლაგოდეხში სატყეო პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ერთობლივი ინიციატივით გაიმართა ახალი ეროვნული სატყეო პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია. შეხვედრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა.პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოს და სატყეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი და ღია გარემოსდცვითი სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლები. როგორც OECI კოორდინატორი კახეთის რეგიონში,ასევე CENN ის რეგიონალური კოორდინატორი, კახაბერ სუხიტაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე დამწრე საზოგადოებას წარუდგინეს ახალი სატყეო პოლიტიკა და ასევე 2014-2015 წლების ზამთრის სეზონისათვის მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხები. ,,ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მნიშვნელოვანი იყო ყველა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის  და კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა და აღნიშნულ საკითხებზე საუბარი. გარდა ამისა შეხვედრის დროს ასევე დაისახასამომავლოდ  ყველა იმ პრობლემის რომელიც ახლა არის და რომელიც შესაძლოა შეიქმნას ამ კუთხით მომავალში, რომ მოხდეს პრობლემების და საკითხების მუნიციპალიტეტების დონეზე განხილვა.’’



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023