en
ge

განმავითარებელი პროგრამა ბაკურიანში

სამცხე–ჯავახეთი. საზაფხულო სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის – ორგანიზაცია World Vision საქართველოს ორგანიზებით ბაკურიანში ხუთდღიანი განმავითარებელი პროგრამა განხორცილედა. საზაფხულო სკოლის მიზანს მშობლების მხარდაჭერა და ბავშვებში დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. პროგრამაში ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 6 სოფლიდან 2-13 წლამდე ასაკის 15 მოზარდი ჩაერთო, პარალელურად ტრენინგები გაიარა 12–მა მშობელმა. 
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მშობლები შეხვდნენ წარმატებულად დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ბორჯომის მშობელთა კლუბის წარმომადგენლებს.
სამომავლოდ, იგეგმება მშობელთა კლუბის ჩამოყალიბება სამცხე–ჯავახეთში, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მშობლების გაძლიერებას და საკუთარი შვილების უფლებების ადვოკატირებას.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)