აჭარა. ბათუმში, ორგანიზაცია „იდენტობას" წარმომადგენლები სექსუალური უმცირესობების პრობლემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვედნენ. შეხვედრის მიზანი „იდენტობას" მიერ მომზადებული ფილმების ჩვენება და მის შესახებ მოსაზრებების დაფიქსირება, ასევე ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია იყო. კვლევა ეხებოდა სასამართლოს მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წლის 19 აპრილს შესულ ცვლილების გამოყენების სიხშირის დადგენას. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას დანაშაულის ჩადენას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობით ჩადენილ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს. შეხვედრაზე საუბარი იყო, ლგბტ თემის მიმართ საზოგადოების ხისტი დამოკიდებულების გამომწვევ მიზეზებზეც.