en
ge

კითხვა უკეთესი მომავალისათვის...

გურია. კავშირი „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", პროექტის „კითხვა უკეთესი მომავლისათვის" – ფარგლებში მართავს ბანაკს მხედველობა დაქვეითებული და უსინათლო ბავშვთათვის და მათი მშობლებისთვის.
ბანაკის ფარგლებში ჩატარდება აქტიური მუშაობა როგორც მშობლებთან, ასევე ბავშვებთან. მშორბლები გაეცნობიან მხედველობის დარღვევების მქონე ბავშვებთან სწორი კომუნიკაციის, მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების, სივრცეში ორიენტაციის, სხვადასხვა სოციალური თუ აკადემიური უნარების განვითარების მეთოდებს და ა.შ. ცალკე აქტივობები გაიმართება ბავშვებისათვის – ტრენერები ყოველდღიურად იმუშავებენ საყოფაცხოვრებო, სივრცითი ორიენტციის, ეფექტური კომუნიკაციის, აკადემიური უნარების განვითარებაზე და ასე შემდეგ.
ბანაკი მიმდინარეობს პროექტის „კითხვა უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
წყარო: ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)