en
ge

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ბიუჯეტი განიხილა

აჭარა. 12 სექტემბერს,  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ადგილობრივ მოსახლეობასთან, საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებთან ერთად  2015 წლის პროგრამული ბიუჯეტი განიხილა. სამომავლოდ დაახლოებით 7 მილიონნახევარი ლარია გაწერილი. სამმართველოს ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის შედეგებიც შეაჯამა. ჩატარებული კვლევების თანახმად,  შემცირებულია ზღვის წყლის, მდინარის კალაპოტის და  ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. ზღვის დაბინძურებისას,  სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით,  მთავარი პრობლემა – დაბალი სამოქალაქო ცნობიერებაა.  შეხვედრაზე ასევე განაცხადეს, რომ  წელიწადში ორჯერ უკანონო ნაგავსაყრელების მონიტორინგი ხორციელდება. რაც შეეხება ტყით სარგებლობის საკითხებს, აჭარა-გურიის მასშტაბით სამეცნიერო ექსპედიცია ჩატარდა და სამომავლოდ ხე-ტყის მოპოვების პროცედურების გამარტივება დაიგეგმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023