en
ge

ტრენინგები ელექტრონული ჩართულობის შესახებ

თბილისი. 15 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დაიწყო ტრენინგები ელექტრონული ჩართულობის შესახებ. ტრენინგები მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებას იმ თანამედროვე მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჭიროა მთავრობის ანგარიშვალდებულების მისაღწევად.
15 სექტემბრის ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის, მისი ელექტრონულად გამოთხოვნის გზების, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, საჯარო უწყებების Facebook და ვებ-გვერდების მონიტორინგის ძირითადი მეთოდებისა და ღია რესურსების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. მათ, ასევე, გადაეცათ ელექტრონული ჩართულობის სახელმძღვანელო.
ტრენინგები იმართება პროექტის - „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება" - ფარგლებში და ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად…
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)