თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ორგანიზებით, საკითხზე: „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და არასამთავრობო ორგანიზაციები" – მრგვალი მაგიდა გაიმართა. სადისკუსიო შეხვედრაზე 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა და საქართველოს მთავრობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართა.
„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის პროცესში, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებული მოვალეობა აკისრიათ. შესაბამისად, მესამე სექტორის მხრიდან შესაძლო არეულობაში მონაწილეობა, პირდაპირ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ინსტიტუტებს. შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებული ყურადღება მმართებს, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხზე, მიიღოს კანონით ნებადართული პრევენცია და განახორციელოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირეული დებულებების დაცვისთვის მოქმედებები" - ნათქვამია მიმართვაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში