en
ge

სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში

თბილისი. 19 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა პროექტის - „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” - ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა.  ღონისძიების მიზანი იყო  რეგიონული განვითარების პროგრამის პრეზენტაცია: ძირითადი მიზნების, მიმართულებებისა და კონკურსის პირობების აუდიტორიისთვის გაცნობა; პროგრამის პირველი ეტაპის თემების განხილვა: საკონკურსო თემების მიზნების წარდგენა და პროექტის მმართველი საბჭოს მოლოდინების გაცნობა; პროგრამის მეორე ეტაპის პოტენციური თემების განსაზღვრა და პროექტის მმართველის საბჭოსთვის შეთავაზება; რეგიონული განვითარების სფეროში მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.
შეხვედრას დაესწრნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე  რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის; განათლების და მეცნიერების; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
სრულად პროექტის შესახებ



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023