en
ge

საჯარო ლექცია ნარჩენების მდგრად მართვაზე

კახეთი. თელავში,  აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის -  ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში – ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია ნარჩენების მდგრად მართვაზე.
სპეციალისტებმა ისაუბრეს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ძირითად პრინციპებზე, მიდგომებზე, გამოწვევებზე, განიხილავენ ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების საკითხებზე.
ლექციის წინ პროგრამის გუნდმა დადგა  ნარჩენების სეპარაციის ყუთები თესაუს  წინ და მოაწყო აქცია–კონკურსი ნარჩენების საკითხებზე.
,,პროექტი დაეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებაში. კახეთში, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება პილოტური ღონისძიებები ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირებისა და ჯანსაღი გარემოს მხარდაჭერის მიზნით", აღინიშნა ლექციაზე.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023