en
ge

საიამ ახალციხეში შეხვედრა გამართა

სამცხე–ჯავახეთი. 29 სექტემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, საიას გორის ოფისის წარმომადგენლებმა შეხვედრა გაიმართეს.
შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა და მედიის წარმომადგენლმებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ის პრობლემები და რეკომენდაციები გააცნეს, რაზეც გასულ შეხვედრებზე მსჯელობდნენ.
როგორც საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, მსგავსი შეხვედრები კონკრეტული მიმართულებებით გაგრძელდება. კერძოდ, განიხილავენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროგრამებს, ასევე ბიუჯეტს და საჯარო მოხელეთა კონკურს.
პროექტი „მოქალაქეების თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ევროკავშირის გამოცდილების გაცნობა" ორ ქვეყანაში: საქართველოსა და სომხეთში, სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა ცე"–ს პარტნიორობით განხორციელდა. პროექტს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)