en
ge

მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი პროექტი

კახეთი. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ვარდისუბანში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდება.
მსოფლიო ბანკი და მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ ვარდისუბნის მიმდებარედ, შუამთისკენ მიმავალი გზის მახლობლად 1.600 ათასი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებენ.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში სოფელ ვარდისუბნის მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც ამჟამად ჯანმრთელობისთვის საშიში აზბესტშემცველი სამშენებლო ნარჩენებია, დასუფთავდება.
პროექტის ფარგლებში, მდინარე მაწანწარაზე ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობები და გაბიონები.
მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი უახლოეს დღეებში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023