en
ge

12 პრიორიტეტი

12 პრიორიტეტი

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, 12 პრიორიტეტული საკითხი უნდა შეასრულოს იმ ინსტიტუტების სტაბილურობისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და უმცირესობათა პატივისცემას და ა.შ.

ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – „სტასტუსმეტრი“, რომელიც ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს (მონაცემები ეყრდნობა „სტატუსმეტრის“ შუალედურ ანგარიშსს, 2023 წელი, 22 ივნისი).

შესრულდა – 1 

მეტწილად შესრულდა – 2 

ნაწილობრივ შესრულდა – 5 

შესასრულებელი – 4

01 პრიორიტეტი – დეპოლარიზაცია
მოთხოვნა: „19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით“.
მდგომარეობა: შესასრულებელი

02 პრიორიტეტი – საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები 
მოთხოვნა: „უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები. კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო\ოდირმა და ევროპის საბჭომ\ვენეციის კომისიამ გამოავლინა“. 
მდგომარეობა: ნაწილობრივ შესრულდა

03 პრიორიტეტი – დამოუკიდებელი სასამართლო
მოთხოვნა: „მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი, და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით”.
მდგომარეობა: ნაწილობრივ შესრულდა

04 პრიორიტეტი – ანტიკორუფციული ზომები
მოთხოვნა: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახალდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა”.
მდგომარეობა: ნაწილობრივ შესრულდა

05 პრიორიტეტი – დეოლიგარქიზაცია
მოთხოვნა: „დეოლიგარქიზაციის პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით”.
მდგომარეობა: შესასრულებელი

06 პრიორიტეტი – ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
მოთხოვნა: „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული”.
მდგომარეობა: მეტწილად შესრულდა

07 პრიორიტეტი – მედია
მოთხოვნა: „უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე”.
მდგომარეობა: შესასრულებელი

08 პრიორიტეტი – მოწყვლადი ჯგუფები
მოთხოვნა: „სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით.”
მდგომარეობა: ნაწილობრივ შესრულდა

09 პრიორიტეტი – გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა
მოთხოვნა: „გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ”.
მდგომარეობა: მეტწილად შესრულდა

10 პრიორიტეტი – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
მოთხოვნა: „უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.”
მდგომარეობა: შესასრულებელი

11 პრიორიტეტი – ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება
მოთხოვნა: „მიღებული იქნას კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.”
მდგომარეობა: შესრულდა 

12 პრიორიტეტი – დამოუკიდებელი სახალხო დამცველი
მოთხოვნა: უზრუნველყოფილი იქნას, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პირს და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.”
მდგომარეობა: ნაწილობრივ შესრულდა


წყარო: ღია საზოგადოების ფონდი 
სტატუსმეტრი, 2023 წლის 22 ივნისი
სტატუსმეტრი, 2023 წლის 30 აპრილი

მსგავსი პოსტები